17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
პულტებით მანიპულირების საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის

როგორი იქნება სამართლებრივი რეაგირება უმრავლესობის მხრიდან პულტებით მანიპულირების საკითხზე - საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მოუწევს იმის დადგენა, რა მოხდა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე და ჰქონდა თუ არა ადგილი ხმებით მანიპულირებას.

ამის შესახებ განცხადება გუშინ ოპოზიციამ გააკეთა. ხმების ხელახალი გადათვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ სხდომათა დარაბზში კვორუმი საერთოდ არ იყო. თუმცა იმ დროისთვის, სავარაუდოდ პულტების მანიპულაციით, უმრავლესობის დეპუტატებს უკვე მიღებული ქონდათ ორგანულ კანონში, კონკრეტულად კი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

დღის ამბები