22 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს. მოსკოვის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ზაურ დადაევს, რომელმაც პოლიტიკოსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დადაევს 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. განაჩენი გამოუტანეს მთავარი ბრალდებულის 4 თანამზრახველსაც.

მათ 11-დან 19 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ და დადაევის მსგავსად, სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან. ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში, მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. მისი ოჯახი ხელისუფლებისგან მკვლელობის დამკვეთების დასჯასაც მოითხოვს.

დღის ამბები