18 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
დონალდ ტრამპი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროპულ ტურნეში მეორედ გაემგზავრა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროპულ ტურნეში მეორედ გაემგზავრა. დონალდ ტრამპი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთში ჩავიდა. ის ხვალ პარიზში, თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ტრამპის ვიზიტის პარალელურად, შეერთებული შტატების კონგრესში პირველად შევიდა კანონპროექტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. დოკუმენტის ავტორები დემოკრატები, ბრედ შერმანი და ელ გრინი არიან. ისინი დონალდ ტრამპს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები