ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობა წელს 500-მდე გოგონამ მიიღო. ჟიურიმ 30-მდე საუკეთესო უკვე შეარჩია.
ორი კვირის განმავლობაში ისინი ელიტ მოდელ ლუქის პარიზის წარმომადგენელთან შესახვედრად მოემზადებიან, რომელიც მსოფლიო ფინალზე მხოლოდ ორ ქართველ მოდელს გაგზავნის.
ყოველწლიური კონკურსი, რომელშიც 400 000-მდე მოდელი მონაწილეობს, მილანში 20 ნოემბერს გაიმართება.