18 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილს შეხვდნენ

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს შეხვდნენ. თბილისის მერობის კანდიდატმა საერთაშორისო დამკვირვებლებს წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ დარღვევებზე ინფორმაცია მოაწოდა.

ელისაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მისიის წევრები დააკვირდებიან, არა მხოლოდ საარჩევნო პროცესს, არამედ წინასაარჩევნო კამპანიასაც.

NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციამ დღეს შეხვედრები აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთან აუდიენციით დაასრულა. მხარეებმა შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროცესში არსებულ რეგულაციებსა და ვალდებულებებზე ისაუბრეს.

დღის ამბები