17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ნავთლუღის მოსახლეობას სოციალური პროგრამა გააცნო 

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ნავთლუღის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა და პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ელენე ხოშტარიას თქმით, ბიუროკრატიის განახევრებისა და არამიზნობრივი, ფუფუნებაზე დახარჯული თანხების გაუქმებისა და შემცირების ხარჯზე, შესაძლებელია პენსიის 50 ლარით ზრდა. ხოლო, ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისთვის 150-დან 520 ლარამდე სოციალური დახმარების გაცემა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პენსიონრები დაინტერესდნენ, გამარჯვების შემთხვევაში, რის ხარჯზე აპირებს ელენე ხოშტარია პენსიის გაზრდას და როდის შეძლებენ ისინი 50 ლარით გაზრდილი პენსიის აღებას.

დღის ამბები