17 მაისი 2024,   11:50
ვრცლად
ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს "ლეიბორისტულ პარტია" ეხმაურება

ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების შესახებ კომენტარი გააკეთეს "ლეიბორისტულ პარტიაში". შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის ქმედებები სამართლებრივ დარღვევად შეფასდა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

„ლეიბორისტული პარტიის" ბრძოლა საერთაშორისო არენაზე დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი გამარჯვებით. პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციას, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ოკუპაციისთვის. ეს მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასოდეს აღარ დაიკარგება ჩვენი ტერიტორიული სივრციდან,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები