17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
ბათუმში ქალბატონი დაჭრეს

სხეულის მძიმე დაზიანებით დასრულდა ყაჩაღობის მცდელობა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე. დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა და სავარაუდოდ გამყიდველისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა.

გამყიდველის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი თავდამსხმელმა მას ყელის არეში მძიმე ჭრილობა მიაყენა და საძილე არტერია გადაუჭრა. დაჭრილი გამყიდველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება.

მომხდარი "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. 

დღის ამბები