17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
ეს არის საქმე, რომელიც საპატრიარქომ საერთოდ არ იცოდა - საპატრიარქო რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტზე შემდეგ კომენტარს აკეთებს

საპატრიარქოს პირველი განმარტება რუსეთის დუმის დეპუტატ არტიომ კავიონივის ვიზიტთან დაკავშირებით - კერძოდ როგორ მოხდა კავინიოვი პატრიარქთან მიღებაზე და შედგა თუ არა მისი საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან. საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მამა კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, ეს არ ყოფილა ოფიციალური შეხვედრა და კავიონივი უბრალოდ რუს მღვდელმთავრებს ახლდა. მისივე თქმით, პატრიარქთან არანაირი საუბარი არ შემდგარა და სტუმრებმა პატრიარქს მხოლოდ ილიაობა მფარველი ანგელოზის დღე მიულოცეს.

“არც ჩვენი მხრიდან ყოფილა მოწვევა და არც იმათი მხრიდან ყოფილა მოთხოვნა, რომ ჩამობრძანდეს ეს პიროვნება. საზეიმო დახვედრა იმ ადამიანის კი არ არის, საზეიმო დახვედრა გახლავთ სტუმრებისა, რომელიც პატრიარქმა მიიღო და ეს იყო დაახლოებით 300 კაცი და მათ შორის იყვნენ სტუმრები, რუსი სამღვდელოება, რომლებთაც ახლდა ეს პიროვნება. ეს რომ ყოფილიყო ოფიციალური მიღება, მაშინ ამას ოფიციალური სტატუსი მიეცემოდა და საპატრიარქო თავის სიტყვას იტყოდა, ან მიღებისა, ან არმიღებისა. ეს არის საქმე, რომელიც საპატრიარქომ საერთოდ არ იცოდა ვინ იყო, სამღვდელოება მოვიდა ერისკაცებთან ერთად პატრიარქთან მისალოცად.  არავითარი საუბარი არ შემდგარა, ეს იყო პატრიარქთან მივიდნენ, გილოცავთ ანგელოზის დღეს, პატრიარქმა დალოცა, ხელზე ემთხვივნენ და გავიდნენ. არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი, ესეც არასწორად გაჟღერდა, რომ ის არის საპატრიარქოს ოფიციალური, ის როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელი გახლავთ, როგორც მღვდელი რა თქმა უნდა, მაგრამ ის არ არის ოფიციალური პირი, რომ მას სტუმრების მოწვევა შეეძლოს,“ - განაცხადა  მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუს დეპუტატთან შეხვედრა პატრიოტთა ალიანსის წვერებსაც ჰქონდათ. ადა მარშანიას თქმით, ისინი რუს დეპუტატს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ.

“ცხადია ჩვენ ვისარგებლეთ მისი ჩამოსვლით აქ, ბუნებრივია. ვესაუბრეთ  მას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან, უსერიოზულეს საკითხებზე და თემებზე, ასე ზოგადად გეტყვით. თქვენ ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ჩვენ მათთან ძალიან სერიოზული საუბარი გვექნებოდა. რა თემებზე, უკაცრავად, ბოდიში მაგრამ ჯერ ვერ გეუბნებით. იმიტომ კი არა, რომ რაიმე საიდუმლოა მანდ ჩვენ საუბარში. აქ სპეციფიკა აქვს  ყველა საკითხს, ყველა თემას, ყველა მიდგომას. რა პუტინი? პუტინი იქ რომ ჩადის გასაკვირია?" - განაცხადა ადა მარშანიამ.

დღის ამბები