17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
მსხვილი ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კამპანიის პირობებში პრაიმერს არ თანხმდებიან

თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ოპოზიციის ნაწილი გაერთიანების ინიციატივით გამოდის. გიორგი ვაშაძის ინიციატივით ოთხი არასაპარლამენტო პარტია ოპოზიციის სრულ სპექტრს პრაიმერის ჩატარებას სთავაზობს და კოალიციის შექმნის იდეას ახმაურებს, რისი ლოგიკური გაგრძელებაც, მათი აზრით, მერობის საერთო კანდიდატის დასახელება უნდა იყოს.

მსხვილი ოპოზიციური პარტიებიც და დამოუკიდებელი კანდიდატებიც იდეას აკრიტიკებენ, მიმდინარე კამპანიის პირობებში პრაიმერს არ თანხმდებიან და საარჩევნო ბრძოლის საკუთარ ტაქტიკაზე საუბრობენ.

თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე რომ შეთანხმება უკვე ვეღარ მოხერხდება, ამაზე ღიად საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსები ამ ინიციატივას, დაწყებული საარჩევნო კამპანიის გამო დაგვიანებულად მიიჩნევენ. ექსპერტები მეორე ტურს პროგნოზირებენ და ოპოზიციას ურჩევენ გაერთიანება შემოდგომაზე შეძლონ და მმართველი პარტიის კანდიდატს ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გადამწყვეტი ბრძოლა თბილისში იქნება. არჩევნებამდე თითქმის 3 თვეა დარჩენილი და დედაქალაქის მერობისთვის უკვე 5 კანდიდატი იბრძვის. მათი რიცხვი სავარაუდოდ თვის ბოლომდე კიდევ გაიზრდება, რადგან პარტიებს კანდიდატების დასახლების უფლება არჩევნებამდე 2 თვით ადრე აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები