17 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის დუმის დეპუტატის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ადასტურებს

რუსეთის დუმის დეპუტატის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს. "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ საპატრიარქოს საგარეო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პუტინის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არტიომ კავინოვი, ტურისტული ჯგუფის შემადგენლობაში მართლაც იმყოფებოდა ილია მეორესთან შეხვედრაზე და პატრიარქისგან დალოცვაც მიიღო.

პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ "კურიერის" ინფორმაციით ვლადიმერ პუტინის პარტიის წევრი პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ადა მარშანიას და გია ლომიას რესტორანში შეხვდა.

რუსეთის მმართველი პარტიის წევრი არტიომ კავინოვი უკვე წლებია რუსეთის სათათბიროს დეპუტატია, ის სადესანტო ჯარების სპეცრაზმში მსახურობდა. სპეცრაზმელი კავინოვი 1992-1993 წლებში აფხაზეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა.

რუსი დეპუტატის ქვეყანაში შემოშვებას დაუშვებლად მიიჩნევენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

არტიომ კავინოვი, სავარაუდოდ, ამ დრომდე საქართველოშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები