17 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
”ევროპულმა საქართველომ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად ამირან გიგინეიშვილი წარადგინა

ევროპულმა საქართველომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას კანდიდატად ამირან გიგინეიშვილი წარუდგინა.

პარტიის თავმჯდომარემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში ბიუროკრატიული ხარჯები გაუქმდება, თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. ლანჩხუთში პენსია 20 ლარით მოიმატებს.

„უამრავი პრობლემაა ლანჩხუთში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევე, როგორც მთელ გურიაში, იძულებულია, სამუშაოდ წავიდეს თურქეთში. უზარმაზარი პრობლემაა ისიც, რომ ოჯახების ერთადერთ შემოსავალს - თხილს, დაემართა დაავადება, ამ ყველაფერს სჭირდება მიხედვა და ევროპული საქართველო არის სწორედ ის გუნდი, რომელიც ხალხთან ერთად აუცილებლად მიხედავს ყველა რაიონს,“ - განაცხადა პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის  თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები