17 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში დაღუპული მედიკოსების მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, თავდაცვის მინისტრს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლისთვის საჭირო ლიცენზიები გადასცა.

5000 ლიცენზია ჰოსპიტალს სამედიცინო დოკუმენტების გაწერილი სტანდარტებით ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს. მინისტრებმა ავღანეთში სერჟანტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მათ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალური დაფაც ყვავილებით შეამკეს.

დღის ამბები