17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
გაუსაძლისი სიცხეები ევროპაში - 10 ქვეყანაში საფრთხის უმაღლესი - წითელი დონე, გამოცხადდა

გაუსაძლისი სიცხეების გამო, ევროპის 10 ქვეყანაში საფრთხის უმაღლესი - წითელი დონე, გამოაცხადეს. უნგრეთში, შვეიცარიაში, ბოსნიაში, იტალიაში, მონტენეგროში, ხორვატიაში, სერბეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს.

საფრთხის ნარინჯისფერი დონე მოქმედებს ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

მოსახლეობას სახლებიდან გასვლისგან თავის შეკავებას და რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით წყლის მიღებას ურჩევენ.

გაუსაძლის სიცხეს რუმინეთსა და პოლონეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა, იტალიაში კი ჰაერის ტემპერატურა ამ პერიოდის ზოგად მაჩვენებელზე 10 გრადუსით მეტია.

დღის ამბები