17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი ხნულების გავლებას არ ადასტურებს

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი ხნულების გავლებას არ ადასტურებს, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალისგან ე.წ. საზღვართან მავთულხლართების გავლების სახით პროვოკაციებს არ გამორიცხავს.

ციხელაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალი ხნულების შესახებ კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მოსკოვი საოკუპაციო საზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილების პრობლემებს უქმნის.

„მე ვერ გამოვრიცხავ პროვოკაციების გაგრძელებას იმიტომ, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ახორციელებს უკანო დაკავებას თუ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც გახლავთ საოკუპაციო ხაზის შემოფარგვლის მცდელობა სხვადასხვა მახინჯი ბარიკადით. ამას ვერ გამოვრიცხავთ იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ჩანს, პოლიტიკის ამოცანა გახლავთ სწორედ ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედება, ჩვენი კურსის შერყევა, ჩვენი პოლიტიკის დისკრედიტაცია. ჩვენ არ გადავუხვევთ ამ კურსიდან და პროვოკაციები საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები