17 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ციმბირში ტბაზე თევზაობს და შიშველი ტორსით პოზირებს

ვლადიმერ პუტინმა ბოლო რამდენიმე დღე ციმბირში, ტუვის რესპუბლიკაში, გაატარა.

რუსეთის პრეზიდენტის დასვენების ამსახველი ვიდეომასალა კრემლის პრესსამსახურმა და სახელმწიფო ტელევიზიებმა გაავრცელეს.

ვლადიმერ პუტინი ძირითადად ტბაზე თევზაობითა და ნადირობით გაერთო. ვიდეოჩანაწერის ნაწილი წყალქვეშაა გადაღებული, ნაწილში კი 64 წლის პუტინი კამერების წინ შიშველი ტორსით პოზირებს.

გავრცელებული ცნობით, დასვენების დროს ქვეყნის პირველ პირს თან თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც, ახლდა. 

დღის ამბები