17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
დიპლომატების გაძევება და სანქციები - მანილაში ტილერსონისა და ლავროვის შეხვედრა დასრულდა

მანილაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონისა და რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთავარი განსახილველი თემა ამერიკა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობები იყო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საუბარი რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევების საკითხით დაიწყო და რუს კოლეგას ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. სერგეი ლავროვის თქმით, მან ამერიკელ კოლეგას ვლადიმერ პუტინის პოზიცია განუმარტა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ვაშინგტონი კონფრონტაციის გზას არ აირჩევდა.

სანქციების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, მოსკოვი იძულებული გახდა საპასუხო ზომები მიეღო.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაკანონების შემდეგ ეს სერგეი ლავროვისა და რექს ტილერსონის პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. ორი ქვეყნის დიპლომატები მანილაში "აზია-წყნარი ოკეანეს აუზის ქვეყნების" სამიტში მონაწილეობის მიზნით იმყოფებიან.

დღის ამბები