17 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
რესპუბლიკელებმა შესაძლოა, თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელონ

„ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები,“ - ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

დღეს თავისუფალმა დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიასთან ბლოკი აღარ ექნებათ და ისინი მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ, რესპუბლიკელები, არ ვიყავით დამოკიდებული არანაირ ფორმატზე. ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს არ არის მხოლოდ წაგება-მოგების ვითარება, ეს არის პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან გავაგრძელოთ საუბარი, ვიყოთ ერთგული ამ ამომრჩევლის,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ოპოზიცური ლიდერის თქმით, პარტიაში მიმდინარეობს განხილვა, რის საფუძველზეც გაირკვევა, თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენენ თუ არა საკუთარი პარტიის წევრს.

„ჩვენ ახლა განხილვის პროცესში ვართ, დავუჭერთ თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს, გამომდინარე პროგრამიდან და გზავნილებიდან, თუ გვეყოლება საკუთარი კანდიდატი,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები