17 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
თეთრ სახლში 1940 წლის შემდეგ პირველი მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრ სახლში 1940 წლის შემდეგ პირველი მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში რემონტის გაკეთება დონალდ ტრამპის შვებულების პერიოდში გადაწყვიტეს. ქვეყნის პირველი პირი ნიუ ჯერსის შტატში, თავის გოლფ კლუბში ისვენებს.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ოვალურ კაბინეტშიც, საიდანაც მე-19 საუკუნის ცნობილი სამუშაო მაგიდა გაიტანეს. რეკონსტრუქციის დროს თეთრ სახლში გამოცვლიან ხალიჩებსა და კიბის საფეხურებს, ასევე დააყენებენ ახალ კომპიუტერულ, კონდიცირების, ვენტილაციისა და გათბობის სისტემებს.

დღის ამბები