17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
ტერაქტს ბარსელონაში 14 ადამიანი ემსხვერპლა - ესპანეთში დაღუპულებს გლოვობენ

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი 17 წლის მაროკოელი მუსა აუკაბირია. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ ის მართავდა ფურგონს, რომელმაც რამბლას ქუჩაზე ხალხს გადაუარა. აუკაბირი ამ დრომდე იძებნება. თავდასხმას ბოლო მონაცემით, ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ესპანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. მთავარი ცერემონია ბარსელონაში, კატალონიის მოედანზე გაიმართა. ასობით ადამიანთან ერთად მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი ქვეყნის პრემიერმა, მინისტრებმა და მეფე ფელიპემ მიაგეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმებში, თუმცა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ისინი ესპანეთში მოქმედი 12 კაციანი ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელთაგან სამი დაკავებულია. საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, ტერორისტებს ფრანგულ ქსელთან კავშირი არ ჰქონდათ.

ბარსელონის ცენტრში მომხდარი თავდასხმიდან 8 საათის შემდეგ პოლიციელებმა 5 ტერორისტი მოკლეს ქალაქ კამბრილსში.

14 დაღუპულსა და 119 დაშავებულს შორის 24 ქვეყნის მოქალაქეა. ტერაქტი დაგმო მთელმა მსოფლიომ, მათ შორის, არაბული ქვეყნის ლიდერებმაც.

ესპანეთში სამ-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ეიფელის კოშკზე განათება გამორთეს. სოლიდარობის ნიშნად კი, ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე ესპანეთის დროშის ფერები გამოსახეს.

დღის ამბები