17 მაისი 2024,   11:50
ვრცლად
გიორგი ვაშაძე თბილისში "მოსკოვის" გამზირისთვის სახელის შეცვლას ითხოვს

პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს წევრები გამოდიან ინიციატივით, მოსკოვის გამზირს გადაერქვას სახელი და დაერქვას საქართველოს გამზირი. პარტიის წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და აღნიშნული ინიციატივა გააცნეს.

როგორც ოპოზიციური პარტიის წევრებმა დღეს აღნიშნეს, გამზირი უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა და გაკეთდეს ყველაზე გრძელი საფეხმავლო ბილიკი. ეს კი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მათივე თქმით, მოპირკეთდება სკვერები და მოეწყობა დასასვენებელი წერტილები.

ახალი საქართველოს წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილას გაკეთდეს შემეცნებითი მუზეუმები, სადაც გაცოცხლდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები.

აღნიშული ინიციატივის მხარდასაჭერად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება.

„თბილის უნდა იყოს ევროპული სტანდარტების ქალაქი. ევროპული სტანდარტი კი ნიშნავს, რომ ყველა უბანი უნდა იყოს თანაბრად განვითარებული,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები