17 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო ვაშინგტონი ავღანეთთან მიმართებაში ახალ სტრატეგიაზე მუშაობს

გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო ვაშინგტონი ავღანეთთან მიმართებაში ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ამ მიზნით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დროებით შვებულება შეწყვიტა და ნიუ-ჯერსიდან კემპ დევისში გაემგზავრა, სადაც სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა შეხვედრა წარმატებულად შეაფასა და Twitter-ში დაწერა, რომ ტერორიზმთან ბრძოლისა და ავღანეთის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით შეთანხმებები მიღწეულია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებები მიიღეს კემპ დევისში. თუმცა რამდენიმე კვირის წინ პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თალიბანისა და "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე, ვაშინგტონი ავღანეთში დამატებითი ოთხი ათას-კაციანი კონტინგენტის გაგზავნის საკითხს განიხილავს.

დღის ამბები