17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
"ენმ"-ის ლიდერებმა გორის მოსახლეობას მერობის კანდიდატი წარუდგინეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გორელებს მერობის კანდიდატი წარუდგინეს. ნიკა მელიამ ადგილობრივებს რეზო კახნიაშვილი გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი პარტიამ გორელებს მინდია გოდერძიშვილი წარუდგინა. დღესვე დასახელდა რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, რომელთა უმეტესობა ახალი სახეებია.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე წარდგენილი კანდიდატების დადებით მხარეებსა და მათ პროფესიონალიზმზე საუბრობს.

განცხადება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

„მე მიხარია, რომ დღეს გორში შეიკრიბა ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია კრიზისიდან გამოიყვანოს გორი და შიდა ქართლი. სად, თუ არა გორში არის საჭირო პატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანები, ცოდნითა და გამოცდილებით გაჟღენთილი ადამიანები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები