17 მაისი 2024,   12:40
ვრცლად
უკრაინის რადიკალური პარტიის წევრი, ირინა სავიცკა, ქართული მართლმსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია

უკრაინის რადიკალური ოპოზიციური პარტიის წევრი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ირინა სავიცკა ამ დროისთვის საექსტრადაციო პატიმრობაშია და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსთავის ციხეში ელოდება.

უკრაინის რადიკალური პარტიის წევრი, ირინა სავიცკა, ახლა ქართული მართლმსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია. მისი თანაპარტიელები ამტკიცებენ, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება სავიცკას უკრაინას გადასცემს, სამშობლოში მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.

სერგეი ბელი კომპანია სნეკ ექსპორტის გენერალური დირექტორია, სადაც ირინა სავიცკა მუშაობს. საქართველოში ჩამოვიდა, რათა პოლიტიკოსებს გააგებინოს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ირინა სავიცკას ექსტრადირებას მოჰყვება.

სავიცკას უკრაინელი კოლეგები საეჭვოდ მიიჩნევენ რადიკალური პარტიის წევრის საქართველოში დაკავებას. სერგეი ბელი ვარაუდობს, რომ სავიცკას დაპატიმრება უკანონო გარიგების ნაწილი იყო, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის შედგა.

ადვოკატების ინფორმაციით, ირინა სავიცკას სიტუაციას მისი ოჯახური მდგომარეობა ართულებს. ახლობლების ინფორმაციით, დედის დაკავების შემდეგ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და მას ფსიქოლოგიური პრობლემები დაემატა.

13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის დასკვნა ის ახალი გარემოება იქნება, რომლის საფუძველზეც იურისტები ირინა სავიცკასთვის პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები