17 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
კახა კალაძე დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ წინასაარჩევნო ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ წინასაარჩევნო ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

კალაძე ძირითადად საცობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

სახელისუფლებო კანდიდატი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა.

მისი თქმით, ასეთი ხედვის გარეშე, მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა ისევ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას.

დღის ამბები