17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ცნობილია - წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს, შაბათ დღეს დანიშნა. 21 ოქტომბერი გიორგი მარგველაშვილმა უქმედ გამოცხადა.

არჩევნების თარიღის დასახელება პარტიებს კონკრეტულ რეგულაციებს უწესებს. მონიტორინგის ქვეშ იქნება მმართველი გუნდი, რომ მან სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს.

ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ პარტიებს უთანასწორო პირობებში უწევთ ბრძოლა. ევროპული საქართველოც ხელისუფლებას საბიუჯეტო ხარჯების გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. 

ცნობილი გახდა, რომ პარტიების ნაწილი, უსახსრობის გამო, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიღებს, მათ შორის არიან თავისუფალი დემოკრატები.

ცესკო პარტიებსა და მედიას არჩევებზე მუშაობის წესებსა და შეზღუდვებს ახსენებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები