17 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
პრიორიტეტი ენიჭება ტექნიკას - ლევან იზორია ბორჯომის ხეობაში სამხედრო ძალების ჩართვაზე

„ცოცხალი ძალების გამოყენება არის მინიმუმამდე დაყვანილი,“ - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამხედრო ძალების მობილიზებას და სტიქიასთან საბრძოლველად ჩართვას.

„მსგავსი გეგმა არ არსებობს. გამომდინარე რთული რელიეფიდან, აქ ცოცხალი ძალების გამოყენება არის მინიმუმამდე დაყვანილი. შესაბამისად, პრიორიტეტი ენიჭება ტექნიკას,“ - აცხადებს ლევან იზორია.

მინისტრის განცხადებით, შვეულმფრენების დახმარებით ხდება ხანძრის ლოკალიზება.

იზორია აცხადებს, რომ ატენის ხეობაში რელიეფიდან გამომდინარე გამარტივდა ცოცხალი ძალის ჩართვა, ბორჯომის ხეობაში კი ცოცხალი ძალის გამოყენება „უფრო დიდ რისკებთანაა დაკავშირებული“.

„მე კიდევ ერთხელ ვასახელებ ძლიერ ქარს, რომელიც კერის გაღვივებას კიდევ უფრო უწყობს ხელს და, თუ კლიმატურმა პირობებმაც ხელი შეგვიწყო, აშკარად უფრო თვალსაჩინოა, რომ პირველ დღეებთან შედარებით პროგრესია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვა ტექნიკის გამოყენებას იროკეზების გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ დღეს ჩართული შვეულმფრენები ხანძრის ჩასაქრობად შესაბამისია. 

მინისტრი ხანძრის გამომწვევ ვერსიებზე არ საუბრობს, თუმცა ის დივერსიის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

დღის ამბები