17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
არგენტინაში ტანგოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

არგენტინაში ტანგოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. კონკურსი ბუენოს აირესში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პერიოდში ჟიურიმ 636 წყვილი შეაფასა, რომლებიც 48 ქვეყანას წარმოადგენდნენ.

ჩემპიონატის დასკვნით ტურში 161 წყვილი გადავიდა, მათ შორის იყო წყვილი საქართველოდანაც, თუმცა ქულების მაქსიმალური რაოდენობა არგენტინელმა, მაგდალენა გუტიერესმა და მისმა გერმანელმა მეწყვილემ მოაგროვეს.

ჩემპიონატის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ბუენოს აირესის ლუნა პარკში გაიმართა.

დღის ამბები