17 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
ნათელაშვილი მთავრობას მოღალატეობრივ საგარეო პოლიტიკაში ადანაშაულებს

ლეიბორისტული პარტია მთავრობას მოღალატეობრივ საგარეო პოლიტიკაში ადანაშაულებს და საპროტესტო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დელეგაციის ვიზიტზე დამასკოში, რომლის შემდეგაც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიასთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობენ და დამოუკიდებლობის აღიარება პერსპექტივის საკითხია.

სირიის მიერ აღიარების შემთხვევაში, ლეიბორისტულ პარტიაში ჯაჭვურ რეაქციას პროგნოზირებენ, რომელმაც შესაძლოა, 40 ქვეყანა მოიცვას.

"მთავრობის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკა აფხაზეთის აღიარებას აპირებს. სეპარატისტთა დელეგაცია უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული დამასკოში. აღნიშნულს შეიძლება, მოჰყვეს ჯაჭვური რეაქცია არაბულ და ისლამურ სამყაროში, რაც სრული კატასტროფა იქნება. ჩვენ მოვოწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს სანქციების რეჟიმიასადის მთავრობაზე და ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ე.წ. მთავრობას, საპროტესტო განცხადება მაინც გააკეთოს საერთაშორისო ორგანიზაციებში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები