17 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
ქრთამის აღებისთვის დაკავებული ზურაბ ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

საკრებულოს დეპუტატი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, ბრალს არ აღიარებს.

ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა პირველი განმარტება გააკეთა.

ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. ადვოკატის ინფორმაციით, ნეფარიძეს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. 

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მის პოლიტიკურ მოტივებთან, პოლიტიკურ აქტივობებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ქართული ოცნების ფრაქციის წევრი კი იყო, მაგრამ ბოლოს თემები არ იყო დალაგებული ამ ურთიერთობაში და გარკვეულწილად, დამოუკიდებელი პროექტები ჰქონდა, ამიტომ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით იყო ეს მოქმედებები განხორციელებული,“ - განაცხადა ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები