17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
ენმ-ის საარჩევნო დარღვევაზე პროტესტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ

ნაციონალური მოძრაობის მიერ მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიისა და ქართული ოცნების მიმართ კანონის დარღვევის ბრალდებებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევად გუშინ კონკურსი გამოცხადდა, თუმცა განკარგულება არ გასაჯაროვებულა, ორ საათში კი ქართულმა ოცნებამ პარტიული აქტივის მობილიზება მოახდინა და კომისიაში 27 კანდიდატის განცხადება დარეგისტრირდა.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოსწევრი, ლევან თარხნიშვილი, აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ლოკალურ დონეზე ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაფერი დასკვნა არ გამოიტანა ამ რეკომენდაციებიდან და არაფერი არ გააკეთა, რომ ეს არ განმეორებულიყო,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილი.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს და თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა, აცხადებს, რომ კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. მისი თქმით, საზოგადოება კონკურსის შესახებ დროულად ვერ იღებს ინფორმაციას და კუკავა ასევე აცხადებს, რომ კონკურსი გასაუბრების გარეშე მიმდინარეობს.

„ჩვენი მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ ყველა ასეთ დარღვევაზე უნდა დაიწეროს საჩივარი, ყველა ასეთი დარღვევა უნდა იქნას გადაღებული, აღნუსხული,“ - აცხადებს კახა კუკავა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელსაც მმართველი გუნდი რეგიონებში წინასაარჩევნოდ ახორციელებს.

„დაუწყიათ რაიონებში 200-300 ლარის დარიგება ადამიანებისთვის, რომლებსაც პარალელურად ჩაწერებს უკეთებენ თბილისში და მათ ხმას თბილისშიც მიიღებენ და იმ რაიონშიც, სადაც აღნიშნული პირები რეალურად ცხოვრობენ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები