17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
ოპოზიცია მმართველ გუნდს და საარჩევნო ადმინისტრაციას მანიპულაციებში ადანაშაულებს

ოპოზიცია მმართველ გუნდს და საარჩევნო ადმინისტრაციას მანიპულაციებში ადანაშაულებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ქართული ოცნების აქტივისტებით ხდება.

დღეს ვიდეომასალა გასაჯაროვდა, რომელიც ერთ-ერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ კონკურსს ასახავს. 2 საათში საოლქო კომისიაში 27 განაცხადი დარეგისტრირდა და ყველა მათგანი ქართული ოცნების შტაბის წევრი აღმოჩნდა.

ხელისუფლებასა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციას შორის ფარული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს ევროპულ საქართველოს. 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებს გააყალბებს.

ოპოზიციური სექტორის ბრალდებებს აბსურდულად მიჩნევენ საარჩევნო ადმინისტრაციაში. ცესკოში თავის მხრივ წინასაარჩევნო პროცესის კანონიერებაზე, საჯაროობასა და გამჭირვალეობაზე საუბრობენ.

ოპოზიციის ბრალდებებისათვის მმართველ გუნდს ამ დრომდე არ უპასუხია. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო უბნის კომისია სულ 13 წევრით კომპლექტდება. აქედან ექვსი დამოუკიდებელია, დანარჩენს არჩევნებში მონაწილე სუბიექტები საკუთრი კვოტით წარადგენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები