17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
„აუდიტორია 115“ დღეს მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი აქციის მოწყობას გეგმავს

„აუდიტორია 115“ დღეს მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი აქციის მოწყობას გეგმავს. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება.

მათი თქმით, ამ ფორმით ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, რომ იშუამდგომლოს რკინიგზის ადმინისტრაციასა და მოშიმშილე თანამშრომლებს შორის.

„აუდიტორია 115“-ის წევრების თქმით, დღეს ორი მოშიმშილე მშრალ შიმშილობაზე აპირებს გადასვლას.

აქცია 7-ის ნახევარზეა დაგეგმილი. სტუდენტების თქმით, რკინიგზის მოქმედმა ადმინისტრაციამ კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერი მოიმოქმედა.

დღის ამბები