17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
ენმ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაუქმებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაუქმებას ითხოვს. სანამ მოთხოვნას ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს ოფიციალურად ჩააბარებენ, ნაციონალური მოძრაობის წევრები დაინტერესდნენ, ასრულებენ თუ არა ბიუროში დასაქმებული ადამიანები საკუთარ ვალდებულებას.

ოპოზიციური პარტიის წევრებს ასევე აინტერესებდათ, საერთოდ რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტიდან ამ ბიუროებისთვის ყოველთვიურად გადარიცხული 5000 ლარი.

დღეს ენმ-ის წარმომადგენელი რამდენიმე ბიუროში მივიდა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ დღევანდელი ვიზიტით გამოიკვეთა, რომ სამუშაო საათებში ბიუროს თანამშრომლების უმრავლესობა სამსახურში არ იმყოფება. ასევე, ენმ-ის მტკიცებით, გამოიკვეთა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში ოჯახის წევრებს ასაქმებენ. მაგალითად, დეპუტატ ია მაქაცარაშვილის ბიურო, სადაც ცოლ-ქმარია დასაქმებული. დეპუტატს თავდაპირველად ქმარ-შვილი ჰყავდა დასაქმებული.

დეპუტატ ლევან დარახველიძის ბიუროში 5 თანამშრომლიდან დღეს ადგილზე მხოლოდ ორი იყო და აღნიშნავენ, რომ ბიურო საკმაოდ კარგად მუშაობს. თუმცა, მათ ტელეკამერებთან გაუჭირდათ გაკეთებული საქმეების დასახელება.

ბიუროების მუშაობის შემოწმების საკითხი დღის წესრიგში ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის, დაკავების შემდეგ დააყენეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიუროები კორუფციის წყაროს წარმოადგენს. საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიამ დააყენა ბიუროების გაუქმების საკითხი. ჯერჯერობით ოფიციალური დოკუმენტი საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჩაბარებია, თუმცა, გიორგი ალიბეგაშვილი 

დღის ამბები