17 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკების პროცესში, ერთმანეთს პოლიტიკურ ღალატში ადანაშაულებენ

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული მორიგი მოლაპარაკებები შესაძლოა, ოპოზიციურ პარტიებში განხეთქილების მიზეზი გახდეს. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი მეორეს - მმართველ გუნდთან, ხოლო მეორე პირველს საპარლამენტო ოპოზიციასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

ახალი მემარჯვენეები ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკების დაწყებას წინაპირობების გარეშე თანხმდებიან, თავისუფალი დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ საჭიროა, წინასწარ დაწესდეს წითელი ხაზები, ანუ ის, რის დათმობასაც ოპოზიცია არ აპირებს.

შალვა შავგულიძემ დღეს ღიად თქვა, რომ რამდენიმე არასაპარლამენტო პარტია, მათ შორის ახალი მემარჯვენეები, მზად არის, ბარიერის დაწევისა და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნების სანაცვლოდ, უმრავლესობასთან მთავარი საკითხი დათმონ, რაც თავისუფალი დემოკრატებისთვის უმრავლესობასთან პოლიტიკური გარიგების ტოლფასია.

ქართული ოცნება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ქვეყანა 2020 წლიდან სრულად გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, ულტიმატუმად მიიჩნევს. უმრავლესობა მსგავსი წინაპირობებით კი დიალოგის გამართვას არ თანხმდება.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

დღის ამბები