17 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
სტიქიის შედეგად ტეხასში მსხვერპლის რიცხვი 14-მდე გაიზარდა

სტიქიის შედეგად ტეხასში მსხვერპლის რიცხვი 14-მდე გაიზარდა. 30 ათასი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ქარიშხალი ჰარვი კვლავ გაძლიერდა და ტეხასის გარდა, საფრთხეს უკვე ლუიზიანასაც უქმნის. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პარალელურად, ქალაქ ჰიუსტონთან ახლოს მდებარე ედიქსის წყალსაცავიდან წყალმა გადმოსვლა დაიწყო.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები და ავიაცია. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სტიქიის შედეგების გასაცნობად, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი ტეხასში ჩავიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები