17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
„ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ქალაქში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. მერობის კანდიდატის, ნინო იმედაშვილის განცხადებით, სპორტული მოედნებიდან 42 დანგრეული და სრულიად უფუნქციოა.

„ქართული ოცნების" დაპირება 50 მინისტადიონის კეთილმოწყობის შესახებ არის შეუსრულებელი და ამ ფოტოებზე კარგად ჩანს, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მომავალი თაობების მიმართ და ქართული ფეხბურთის მიმართ,“ - აცხადებს ნინო იმედაშვილი.

დასახლებული უბნების გარკვეულ ნაწილს კი სტადიონი საერთოდ არ აქვს. კანდიდატის ინფორმაციით, ქალაქის მერია ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს მოედნების სარეაბილიტაციოდ, თუმცა რეალურად, პრობლემა მოუგვარებელია.

დღის ამბები