18 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
“ევროპული საქართველო" შესაძლოა "EPP"-ის წევრი გახდეს

„ევროპის სახალხო“ პარტიის წევრი, შესაძლოა კიდევ ერთი ქართული პოლიტიკური გაერთანება გახდეს. “ევროპული საქართველოს“ გაწევრიანების შესახებ დანიაში ხვალ იმსჯელებენ.

პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა კოპენჰაგენში იმყოფებიან და „ევროპის სახალხო“ პარტიის ლიდერებს ხვდებიან.

საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და საარჩევნო გარემო იყო. ევროპელ პოლიტიკოსებს არჩევნების წინ არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატიც.

„ყველა საფუძველი გვაქვს, რომ ვიყოთ ოპტიმისტური და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება, არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული ევროპის მიმართულებით, ნიშნავს საქართველოს მეტ ჩართულობას და ინტეგრაციას ევროპაში.

პარტიული საკითხის გარდა, ბუნებრივია, ვისაუბრებთ თვითონ საქართველოს ქვეყნის პრობლემატიკაზეც, ჩვენი ევროპული დღის წესრიგზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები