08 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეგიონები მხარდაჭერას უცხადებენ

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეგიონები მხარდაჭერას უცხადებენ. ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მხარეს დასავლეთ უკრაინის უმსხვილესი ქალაქი ივანო-ფრანკოვსკი ოფიციალურად გადავიდა. საოლქო საბჭოს დეპუტატებმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს პრეზიდენტ პოროშენკოს, რომელშიც საქართველოს ექსპრეზიდენტის და მაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიულ ქმედებებს აკრიტიკებენ.

პარალელურად, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს რადაში "ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიის" მიმართვას. დოკუმენტი პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტსა და ძალოვან უწყებებს 10 სექტემბერს საზღვართან განვითარებული მოვლენების მონაწილეთა პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

მიმართვის ავტორების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ანტიუკრაინულ ქმედებებზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

რადას დეპუტატები კი რადიკალური პარტიის პოპულისტური მოწოდებას პიარაქციას უწოდებენ, რომლის მიზანი მედიის ყურადღების მიპყრობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები