08 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
"საქმე არის თეთრი ძაფებით ნაკერი"- დავით საყვარელიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება

ამ წუთებში ლვოვში დავით საყვარელიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლისთვის უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს.

თავად მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

„ჩემი დანაშაული გამოიკვეთა იმაში, რომ უკვე მესამე წელია, ჩვენ გადავკვეთეთ ყველანაირი ზღვარი, კორუფციული ზღვარი, არაადამიანური ზღვარი, არასწორი ზღვარი, რითაც ხელმძღვანელობს ხელისუფლება მისი წარმომადგენლები, ოლიგარქები და ა.შ. ეს პროცესი დიდი ხანია, მიდის და გრძელდება. უკვე სამი წელია გვაკვირდებიან და უნდათ, რაღაცაში გამოგვიჭირონ. ეს არ მოხდა და ფორმალურად მოგვდეს შარი, თითქოს, ჩვენ უკანონოდ გადავკვეთეთ საზღვარი, თუმცა თქვენც იქ იყავით და საზღვრამდე არავინ მისულა, პოლონურ საზღვარს ვგულისხმობ. საქმე არის თეთრი ძაფებით ნაკერი,"- განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ბრალდებაში ლაპარაკია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაზე და საყვარელიძისთვის ქალაქ ლვოვიდან გასვლის აკრძალვაზე. იურისტები პროკურატურის არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ.

„ასეთი ქმედებებით პროკურატურა საკუთარ იმიჯს აზიანებს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს პროკურატურის არაკვალიფიციურობას, რომ ისინი აჭიანურებენ საქმეს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობენ. ჩვენ ის კითხვაც გვაქვს, რატომ გადმოგვცა პროკურატურამ ჩვენ და სასამართლოს განსხვავებული მასალები, ჩვენ 78 გვერდიანი, სასამართლოს კი - 81 გვერდიანი, რატომ გაქრა ზოგიერთი დოკუმენტი საქმიდან, ზოგი კი დაემატა,“-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" იურისტმა, პაველ ბოგომაზოვმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები