17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული თ. ჰ. და საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ. მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

ირანის მოქალაქემ სლოვენიის მოქალაქის ყალბი პასპორტის და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია. მას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში საქართველოს მოქალაქე გ.მ. დაეხმარა და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღა დაუსვა.

საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სამგზავრო პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტები, 7 ცალი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სავარაუდოდ ყალბი თარიღ-დამღა, სამელნე და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდზე დატანილი ქართული თარიღ-დამღა. ნივთმტკიცებად ამოღებული დოკუმენტები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

 

 

დღის ამბები