17 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაცია ნიუ იორკს 18-22 სექტემბერს ეწვევა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

პრემიერმინისტრი ასევე სიტყვით მიმართავს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს.

გენერალურ ასამბლეაზე წელს 172 საკითხის განხილვა იგეგმება. ასამბლეის გენერალური დებატები წელს 19-25 სექტემბერს გაიმართება.

დღის ამბები