17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატს აქვს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია - კალაძე

კახა კალაძე თბილისის ახლოს მდებარე სოფლების - კიკეთის, კოჯრის, ტაბახმელას, შინდისის, წავკისისა და ოქროყანის მოსახლეობას შეხვდა.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს თავისი ხედვა გააცნო. საუბარი შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის და ქალაქის ურბანული განვითარების განათლებისა და სპორტის საკითხებს.

კახა კალაძის განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში თბილისში 30-მდე ბაღის აშენებას გეგმავს. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ისაუბრა მულტიფუნქციური სპორტკომპლექსების პროექტზეც.

"ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა წარმომადგენელ კანდიდატს აქვს შესაძლებლობა აბსოლუტურად თავისუფალ, მშვიდ გარემოში ჩაატაროს თავისი საარჩევნო კამპანია. მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის უნდა ანდოს ქალაქის ბედი. პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ხელისუფლება, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები