17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერი და ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ 

ზუგდიდის რაიონის სოფლებში, ერგეტას და დარჩელის მოსახლეობა ფაროსანა ხოჭოს მიერ მოსავლის განადგურებაზე საუბრობს. ადგილობრივებს ბანკიდან სესხი აქვთ გამოტანილი, რომლის დაფარვასაც მოსავლის გაფუჭების გამო ვერ ახერხებენ. ასევე, ამ სოფლებში ბევრი სოციალურად დაუცველია, რომელთაც შემწეობა მოუხსნეს.

დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე და ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია ადგილობრივებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ პრობლემებს, ასევე დავით ბაქრაძემ და ლელა ქებურიამ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება ამ ადამიანების დასახმარებლად არაფერს აკეთებს და პრობლემებს თავს არიდებს.

„სამეგრელოს მთავარი ტკივილი დღეს არის განადგურებული მოსავალი. მთავრობამ, რომელსაც არ ესმის ხალხის გაჭირვება, ისწავლოს ჭკუა და საქართველოში მოვიდეს ის გუნდი, რომელსაც ეცოდინება ხალხის გაჭირვება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები