17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება - ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი სამართალდამცავი ორგანოების იგნორზე საუბრობს

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია საპატრიარქოს ირგვლივ გახმაურებულ ამბავზე საუბრობს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ადასტურებს, რომ სოსო ოხანაშვილმა ტერორიზმში ბრალდებული პირების პატრიარქის სახლში ცხოვრებაზე სასამართლოს სხდომაზე ისაუბრა.

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის თქმით, პატრიარქის სახლში რამდენიმე თვე ცხოვრობდა ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ თურქეთში ძებნილებს პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე მფარველობდნენ.

გიორგი ფანცულიაიას თქმით, სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს და პროკურორს ამ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არ დაუსვამთ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ ამ განცხადების შემდეგ გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა პროკურატურას, დაეწყო გამოძიება, არა მარტო მაშინ, ეს ჩვენება მისცა სოსო ოხანაშვილმა სასამართლოს, არამედ მაშინაც, ჯერ კიდევ თავის დროზე, ჩააყენა სამართალდამცავი ორგანოები საქმის კურსში. იქ სასამართლოში გაკვირვებაც გამოთქვა სოსო ოხანაშვილმა, რომ მან ჩააყენა საქმის კურსში და არანაირი რეაგირება არ მოჰყვა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 

 

დღის ამბები