17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ლოს ანჯელესში "ემის" რიგით 69-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს ანჯელესში "ემის" რიგით 69-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შოუზე ტრადიციულად წლის საუკეთესო სატელევიზიო ნამუშევრები გამოავლინეს. პრესტიჟული პრემია მთავარ ნომინაციაში "მხევლის წიგნს" ერგო. მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად აღიარეს.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, ელიზაბეტ მოსი, დრამატული სერიალის საუკეთესო ქალ მსახიობად დაასახელეს. მამაკაცებს შორის, ამავე ნომინაციაში კი, სტერლინგ ბრაუნმა გაიმარჯვა.

კომედიური ჟანრის საუკეთესო სერიალად უკვე მესამე წელია "ვიცე პრეზიდენტი" სახელდება. რამდენიმე საათიანი ცერემონია პოლიტიკური ხუმრობებითაც იყო დატვირთული.

ამ მხრივ მთავარი მოულოდნელობა სცენაზე თეთრი სახლის ყოფილი პრეს მდივნის, შონ სპაისერის გამოჩენა იყო. 

დღის ამბები