03 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო დავა წააგო - თეა წულუკიანს გათავისუფლებული თანამშრომლების თანამდებობაზე აღდგენა ევალება 

ოთხ-წლიანი სასამართლო დავა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დამარცხებით დასრულდა - ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ, მინისტრი წულუკიანი ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი თანამდებობებზე აღადგინოს.

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი ახლა სამსახურში აღდგენას და თითქმის 4 წლის ხელფასის ოდენობის თანხის აღებას ერთად ელის. უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღგენა და განაცდურის სრული ანაზღაურება დაევალა.

ორივე მათგანი ამბობს, რომ თანამდებობიდან თეა წულუკიანის პირადი გადაწყვეტილებით დაითხოვეს.

მათი განცხადებით წულუკიანი მათ ჯერ ”ქართლი ოცნების” პარტიული აქტივისტების დასაქმებას უშედეგოდ სთხოვდა, საბოლოოდ კი ურთიერთობა მინისტრთან მას შემდეგ გაუმწვავდათ, რაც სოციალურ ქსელში მათი სსიპ-ის დირექტორის გადაყენება საჯარო პოსტით გააპროტესტეს. ყვებიან, რომ ამის შემდეგ მინისტრმა მათ პოლიტიკური მიკერძოებულობა დააბრალა და მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც გამოიყენა.

გათავისუფლებულების უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტები იცავდნენ. მათი ადვოკატი ყვება, რომ საქმის გაცნობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მათი გათავისუფლების გადწყვეტილება უკანონო იყო.

დღის ამბები