19 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ანდრიაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის ბრალდებებს პასუხობს და აბსურდულს უწოდებს. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ის პროცედურები განმარტა, თუ როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მარგველაშვილი "საქართველოს ერთიანობის მტრებს - თურქეთის მოქალაქეებს" ორმაგ მოქალაქეობას ანიჭებს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსოლუტურად აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია. ჩვენ არასოდეს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენც და ალბათ, საზოგადოებაც თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში,"- განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები