19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
სიმონეთის სასროლეთის ბაზაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებას აუფეთქებელი ჭურვების არსებობა აფერხებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სიმონეთის სასროლეთის ბაზაზე ხანძრის ექვსი წერტილოვანი კერაა. როგორც „რუსთავი 2“-ს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამხედრო პოლიგონზე რიგითი მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაკვირვება. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს სამინისტროს სამაშველო ჯგუფები.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ართულებს ის გარემოება, რომ ცეცხლი პოლიგონის ტერიტორიასთან ახლოსაა, სადაც აუფეთქებელი ჭურვების გარკვეული რაოდენობაა კონცენტრირებული.

თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ამ გარემოების გამო სახანძრო სამუშაოებში ავიაციის გამოყენება გამორიცხულია. ასევე, პოლიგონზე ცეცხლის გავრცელების შემთხვევაში უკიდურესად შეზღუდული იქნება მეხანძრეების მოქმედების არეალიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაოებს. 

დღის ამბები