17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
უმრავლესობის შეთავაზება - არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობს

რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენად მისაღებია მათთვის უმრავლესობის შეთავაზება. ამ წუთებში ამ თემაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მსჯელობს. შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო.

“ივანიშვილმა კონსტიტუციაზე გამოაცხადა ბიზნეს ტენდერი. ჩვენ ეს პროცესი უნდა ჩავკეტოთ, გამოვაცხადოთ არალეგიტიმურად და დავიწყოთ ხალხის ქუჩაში გამოყვანისთვის მასობრივი სამზადისი. იმავდროულად უნდა მოვუწოდოთ ქვეყნის პრეზიდენტს პროტესტის ნიშნად გადადგეს და ჩაშალოს ეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე დავაყენებთ საკითხს, რათა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართოს მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებს, ივანიშვილის კრიმინალური ანგარიშების დასაყაჩაღებლად. როდესაც დაინგრევა ქარვასლა, მაშინ დაინგრევა მახინჯი სისტემა,“ - განაცხადა "საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არის, ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებლობა და მათი პოზიციის ბოლომდე გატანა.

დღის ამბები